პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

უცხოური ინვესტიციების მოცულობა რეკორდულად არის გაზრდილი.

ქვეყანა პანდემიის წინა პერიოდის პოზიციებს იბრუნებს. განსაკუთრებით დიდი ინტერესი უძრავი ქონების, გართობის და საფინანსო სფეროების მიმართაა, სადაც ინვესტიციების დიდი წილი რეინვესტირებაზე მოდის. ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრების და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე ეკონომისტებისთვის უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა.