შემოსავლების სამსახურის განცხადება – გამოხმაურება
გერმანიის ელჩისთვის მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილი ფართის იჯარით გაცემასთან და საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმა. „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ელჩისთვის ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე. საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.