ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა. აღნიშნულ საქმეზე ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში.
ბრალდებული ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, მან სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.