მთავრობა ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ქმნის

21:44, 08.04.2026

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ – ამ სახელწოდებით მთავრობა აწარმოე საქართველოს ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. ის  საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციასაც შეითავსებს, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კი ახალი ინსტრუმენტები დაემატება, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. სიახლეა ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელმაც ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით უნდა იმუშაოს.

მსგავსი