ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – იკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. პროკურატურამ დღეს ცხრა მოწმე უნდა დაკითხოს. მათ შორის ექსპერტები, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე მსჯელობით დაიწყო დღევანდელი პროცესი, სადაც პროკურატურამ, საქმეზე მტკიცებულების სახით, იმ დოკუმენტაციის დართვა მოითხოვა, რომლითაც სასამართლოს შესაბამისი განჩინებისა და მიმართვის საფუძველზე, ესპანეთის სამეფომ, ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლეს, ნინო მხეიძეს ესპანეთში, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაუყადაღა. აღნიშნული დოკუმენტაცია, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.