კითხვები ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე

21:22, 05.08.2025

საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ საპატიმროდან აღიარა, რომ გერმანიის ელჩისთვის საცხოვრებელი ფართის მიქირავების შემდეგ, საშემოსავლო გადასახადს წლების განმავლობაში არ იხდიდა. ხაზარაძეების კუთვნილი უძრავი ქონების გარშემო კიდევ ერთი გარემოება ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ყავლაშვილის 14 ნომერში არსებული ბინა არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივ დეკლარაციაში ფიქსირდება. რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, რომ იჯარით გაცემის გადასახადთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა და დავალიანება სრულად დაფარა – შემოსავლების სამსახურში სიცრუე უწოდეს. უწყებაში ამბობენ, რომ მოკვლევა დაწყებულია და ხაზარაძესა და მის ოჯახს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. უკვე რამდენიმე დღეა ვენის კონვენციის დარღვევაზე და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს მმართველი გუნდი. დასმული კითხვების მიუხედავად საკითხზე გერმანიის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი