უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი
თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები, წამყვანი დეველოპერული კომპანიები და 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი მონაწილეობდა. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდნენ უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოებიც, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქმიანობენ. ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაა.
თეონა მაჭარაშვილი დაესწრო ღონისძიებას და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.