უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი
ასზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თბილისმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. დეველოპერული კომპანიების შეფასებით, საქართველოში ბაზარი სტაბილური და მიმზიდველია, მოთხოვნის ძირითადი წილი კი დედაქალაქსა და ზღვისპირა ბათუმზე მოდის. უძრავი ქონების სექტორი ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. დაბალ გადასახადებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.