რა ღირს უძრავი ქონება თბილისში – ივლისი-სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნად სამ რაიონში, კვადრატული მეტრის ფასი, 4-ათასი ლარიდან იწყება და თითქმის 7 ათას ლარს აღწევს. ბოლო მონაცემებით, ბინებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება გაზრდილია არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყოველთვიურად მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ფასების მატების მიზეზად, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა სახელდება, რაც მხოლოდ ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 %-ით არის გაზრდილი. კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ფასების მატებას და რომელი უბნებია თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული – შალვა სუმბაძე დეტალებით.