ცვლილებები პრივატიზაციის წესში

12:17, 12.11.2025
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე ან გაცვლაზე მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. ცვლილებით დაკონკრეტდება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა. აქამდე საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს ინდივიდუალურად ადგენდა და გადაწყვეტილებებს იღებდა.

მსგავსი