პანდემია და საპარლამენტო არჩევნები

21:46, 23.10.2020

დავა არ წყდება ცესკო-ს დადგენილების გარშემო.

პოლიტიკოსები ინფიცირებული მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პროტოკოლზე ვერ თანხმდებიან. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და დამტკიცებული დოკუმენტი სასამართლოშიც კი გასაჩივრდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი ბიულეტენების გაყალბების საფრთხეს ხედავს იმ პროცედურის მიღმა, რომლის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფი ინფიცირებულები სურვილის და დარეგისტრირების შემთხვევაში საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთების საშუალებით გააკეთებენ. სადავოა დადგენილების ის ნაწილიც, რომელიც ინფიცირებულებისთვის სპეციალურ სიებში ჩაწერის ვადებს ადგენს.

მსგავსი