ცესკო-ს 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიში

ცესკო-ში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშის და ახალი ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აქცენტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიური განვითარებაზე გააკეთა. აღინიშნა, რომ ვებ-პლატფორმა, სახელწოდებით, „დეზინფორმაციის რეესტრი“ საარჩევნო პროცესების მიმართ, ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შეიქმნა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.