ფასები სურსათზე – შეფასებები
მოხერხდება თუ არა სამომხმარებლო ფასების შემცირება – საკითხზე მუშაობა გრძელდება. დღეს პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. მათ მთავრობის ადმინისტრაციაში 13:00 საათზე ელოდებიან.
მმართველ გუნდში აქვთ მოლოდინი, რომ პრობლემა მოგვარდება და ეს მალე აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ოპოზიცია კი ამბობს, რომ პროცესი დაგვიანებულია და არ იქნება შედეგიანი. შეგახსენებთ, სურსათისა და მედიკამენტების გარდა, სამთავრობო კომისია საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.