საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან
ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს ცესკო.
დისკუსია, ამჯერად რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ისაუბრეს არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და ინფორმირების აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობაზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე. შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.