ცესკო-ს ახალი პლატფორმა

18:48, 02.12.2025

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებ-პლატფორმა, „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა. პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. პლატფორმის საშუალებით, ცესკო საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ, გავრცელებულ დეზინფორმაციას გადამოწმებულ ინფორმაციას დაუპირისპირებს. ცესკო-ს ცნობით, ახალი ვებგვერდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით  შეიქმნა, იმ გამოწვევებს პასუხობს, რომლებიც საარჩევნო გარემოზე დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას უკავშირდება. დეზინფორმაციის რეესტრი, ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა დაინტერესებულ პირს საიტზე ინფორმაციის მოძიება ორ ენაზე, ქართულსა და ინგლისურზე შეუძლია.

მსგავსი