ცესკო-ს საინფორმაციო კამპანია რეგიონებში

ადიგენში, საარჩევნო საკითხებზე, ახალგაზრდებთან დისკუსია გაიმართა. ცესკო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებს. იმსჯელეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, მათ ჩართულობასა და როლზე. აქცენტი გაკეთდა  ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, დეზინფორმაციის გავლენებსა და მისი შედეგებზე.  შეხვედრის დასასრულს, მემორანდუმის და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე და პრეს-სპიკერი ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიას და სამცხე- ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორს შეხვდნენ და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს.