ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. მათ შორის ეს არის რინოვირუსი. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ასევე ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები. რაც შეეხება გრიპს, ივანე ჩხაიძის განმარტებით, გრიპის შემთხვევები ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, თუმცა სპეციალისტები გრიპის შემთხვევებს მიმდინარე თვიდან ელოდებიან. სწორედ ამიტომ, მათი რეკომენდაციაა ჩაიტარონ აცრა. ექიმების თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო, სწორედ ოქტომბრის მეორე და ნოემბრის პირველი ნახევარია, რადგან იმუნიტეტის სრულად ჩამოყალიბებისათვის ვაქცინაციიდან ზუსტად ორი კვირაა საჭირო.