საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ახორციელებს. მორიგი შეხვედრა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა. ღონისძიება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების პედაგოგების მნიშვნელოვან როლზე სასკოლო ასაკიდან ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. პროექტი 2024 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტს აერთიანებს და პირველი აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ხორციელდება.