ოპოზიციის სტრატეგია – ბოიკოტიდან არჩევნების აღიარებამდე
თვითმმართველობის არჩევნებმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის გზები საბოლოოდ გაყო.
პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, მოგვიანებით კი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აანალიზებენ და დიდი ალბათობით, საკრებულოებში მიღებული მანდატების გამოყენებასაც აპირებენ. მეტიც, გიორგი გახარიას პარტია არც პარლამენტის ბოიკოტირების შეწყვეტას და საკანონმდებლო ორგანოში უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეების შეყვანას გამორიცხავს. რატომ არჩიეს შარშან ბევრად უკეთესი მაჩვენებლების ფონზე ბოიკოტი და რატომ შეცვალეს საარჩევნო შედეგების აღიარებით ტაქტიკა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ – ყოფილი პრემიერის და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები საკუთარი პოზიციების ახსნას შარშანდელ და წლევანდელ სიტუაციებს შორის განსხვავებით ცდილობენ. თუმცა მათი არგუმენტები გაუგებარია ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ოპოზიციის გაერთიანების მოწოდებებს კიდევ ერთხელ ააქტიურებენ.
თამუნა წიკლაური არკვევდა, როგორ მივიდა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტიდან არჩევნების აღიარებამდე.