ბოლო თვეების განმავლობაში, 30-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი – „ციკადა“ გავრცელდა, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი შტამის შემთხვევები საქართველოში, მათი ინფორმაციით, არ ფიქსირდება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ესენია: რესპირატორულ-სინციტიური, მეტაპნევმო და რინო ვირუსი. ასევე, ქვეყანაში ცირკულირებს ბე გრიპის ვირუსი. ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის გავრცელების შემთხვევები ძალიან ცოტაა და 3%-ს არ აღემატება. ექიმების ინფორმაციით, ყოველკვირეულად გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მცირდება. მოლოდინი აქვთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისში – გრიპის შემთხვევები ქვეყანაში აღარ დაფიქსირდება.