ონლაინ ვაჭრობა და დაზარალებული მომხმარებლები

ცნობილი ქართული გადამზიდავი კომპანიის საქმიანობა შესწავლის საგანი ხდება.

USA To Georgia-ს მომხმარებლები უჩივიან. ერთ-ერთი საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. მოქალაქეთა პრეტენზიები ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება, რამაც ტარიფი მკვეთრად გაზარდა. იგულისხმება ონლაინ შეძენილი პროდუქტის წონის დაანგარიშების შეცვლილი ფორმულა, რაზეც როგორც ირკვევა, მომხმარებლები ინფორმირებულები არ იყვნენ. სამომხმარებლო უფლების დარღვევის შემთხვევაში გადამზიდავ კომპანიას ჯარიმა ემუქრება. ონლაინ-ვაჭრობის ასოციაცია მომხმარებლებს სასამართლოში ჩივილისკენაც მოუწოდებს.