მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეორე საერთაშორისო კვირეული გრძელდება. ღონისძიება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და სხვა დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით იმართება. მსჯელობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, გამოწვევებსა და აღსრულების მექანიზმებზე. კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონში.