კონკურენციის სააგენტო ჰოსპიტალური სექტორის ფასებს სწავლობს

21:57, 20.10.2025

კონკურენციის სააგენტო კლინიკების საქმიანობით ინტერესდება.

ქვეყნის მასშტაბით ყველა მსხვილი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია ფასწარმოქმნის შესახებ. მაკონტროლებელ უწყებას აინტერესებს, რატომ გაიზარდა ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოების მომსახურება – სააგენტო ფასების 26%-ით მატებაზე მიუთითებს და მიზეზის დადგენას ცდილობს. უწყება სტატისტიკის სამსახურის მიერ ივლისში გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამბულატორიულ და სტაციონარულ სივრცეებში ფასების ზრდას ინფლაციით ხსნიან კლინიკები, თუმცა მხოლოდ 10%-ის ფარგლებში. სამედიცინო დაწესებულებები კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. მოკვლევის პირველადი შედეგები წლის ბოლოსთვის იქნება მზად. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კლინიკებს შესაძლოა ფინანსური სანქციები დაეკისროთ.

მსგავსი