კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

მსხვილი ნავთობკომპანიების მხრიდან საწვავის რეალიზაციისას ფასნამატი გაზრდილია – ასეთია კონკურენციის სააგენტოს შუალედური დასკვნა. საუბარია 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდზე. სააგენტოს მონაცემით, საცალო ფასების ზრდასთან ერთად, მსხვილი კომპანიებისა და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობაც მომატებულია. ნავთობის ბაზრის მონიტორინგი გრძელდება. კვლევის საბოლოო შედეგები აპრილში გამოქვეყნდება.