კონკურენციის სააგენტო 11 კომპანიის საქმიანობას სწავლობს 

21:49, 04.12.2025

მოქმედებდა თუ არა 11 კომპანია შეთანხმებულად და არღვევდა თუ არა სამართლიანი კონკურენციის წესებს – 2022-25 წლებში ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებულთა საქმიანობა კონკურენციის სააგენტოს შესწავლის საგანი ხდება. საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებსაც სხვადახვა რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა ევალებოდათ. მოკვლევამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კონკურენციის შესახებ კანონი, რისი ეჭვიც მიმართვის შემდეგ თავად სააგენტოსაც გაუჩნდა.

მსგავსი