სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა. აღინიშნა, რომ კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან ჩართული. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა.