ფარმაცევტული ბაზრის კვლევა

ფარმაცევტული ბაზრის მორიგი კვლევა. კონკურენციის სააგენტო დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, რვა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. მოკვლევის საფუძველი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 1 000-დან 3 000 პროცენტამდე ფასნამატით ყიდდნენ.

უწყების მიერ დადანაშაულებული კომპანიები ბრალდებებს უარყოფენ და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის შესახებ კანონის მეექვსე მუხლის დარღვევა დადასტურდა, კომპანიებს საჯარიმო სანქციების გადახდა მოუწევთ.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.