პენიტენციური სამსახურის სპეციალური პროექტი

15:30, 28.11.2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა ჩართულობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ნომერ მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის 178-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს. სათამაშოები ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობას ემსახურება. პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

მსგავსი