შს მინისტრის სამუშაო შეხვედრა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან

12:13, 28.11.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და განხორციელებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დანაშაულის სტატისტიკასა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.

მსგავსი