სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

11:40, 28.11.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლება და შემდგომ მისი კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღებას ცდილობდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრამამდე „ალფა-პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი