კახა კალაძის გამოხმაურება

18:15, 28.11.2026

თბილისის მერი, კახა კალაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას მიესალმება: „როგორც ცნობილი გახდა, კიდევ ერთ საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს ჩაეყარა საფუძველი – საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კალაძე მადლობას უხდის ცოტნე ივანიშვილს და ასევე მის მშობლებს.

მსგავსი