საშობაო გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში”

12:41, 29.11.2026

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ „ექპო ჯორჯიაში“ 26-ე საშობაო გამოფენას მართავს. ღონისძიება საქველმოქმედო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელოვანებს აერთიანებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ და შეიძინონ უნიკალური უცხოური ნივთები, ხელნაკეთი სუვენირები და სადღესასწაულო თემატიკის პროდუქტები. გამოფენაზე წარმოდგენილია საახალწლო ნივთებიც, ბავშვებისთვის კი მოწყობილია შესაბამისი გასართობი ზონა. როგორც ცნობილია, გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ და სოციალური პროექტების დაფინანსებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მსგავსი