წელს საავტომობილო საწვავზე ფასების შემცირება და ზრდა თანხვედრაში იყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან, ასევე – იმპორტირებული საწვავის ფაქტობრივ ღირებულებასთან, კომპანიების მარაგებისა და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. წერია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შუალედურ ანგარიშში, რომელიც უწყებამ დღეს წარადგინა.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსხვილი ფარმაცევტული ქსელები ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, უწყების განმარტებით, კომპანიებს სარჩელები სასამართლოში აქვთ შეტანილი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მომხმარებელთა განათლების ჯილდო გადაეცა კონკურენციის სააგენტოს. დაჯილდოება დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა.