დაჯარიმებული ფარმაცევტული კომპანიები

ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის მორიგი სკანდალური შედეგები – კონკურენციის სააგენტომ საქართველოში წამლების შემომტანი კომპანიები ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ირკვევა, რომ ოთხი იმპორტიორი კომპანია ფარმაცევტულ ქსელებს მედიკამენტებს მაღალი ფასნამატით აწვდიდა. შედეგად მომხმარებლები წამლებს რეალურ ფასზე რამდენჯერმე ძვირად ყიდულობდნენ. დასკვნის თანახმად, ხელოვნურად გაზრდილ ფასებში ჩადებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიცაა ძვირად ღირებული საჩუქრები, მათ შორის ოქროს სამკაულები, მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები, პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა. ჩატარებული მოკვლევა 2023 წლამდე იმ პერიოდს ეხება როდესაც, მედიკამენტების ფასი რეფერენტული სისტემით ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასით ჯერ არ რეგულირდებოდა.

სააგენტოს დასკვნის შედეგებს ყველა მსხვილი დაჯარიმებული კომპანია არ ეთანხმება.