საწვავის ბაზრის ახალი კვლევა

დააჯარიმებს თუ არა კონკურენციის ეროვნული სააგენტო მსხვილ ნავთობკომპანიებს კიდევ ერთხელ – შუალედური დასკვნით, რომელიც საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას იკვლევდა, ირკვევა რომ ნავთობკომპანიების მხრიდან საწვავის რეალიზაციისას ფასნამატი გაზრდილია. საუბარია გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდზე, რა დროსაც კომპანიებმა რეგულარის ტიპის ბენზინზე თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა დაახლოებით 40 თეთრით გაზარდეს. ხომ არ ცდილობდნენ კომპანიები საწვავზე არსებული ფასის ხელოვნურად შენარჩუნებას – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის ფარგლებში უნდა გასცეს. საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ აპრილში გამოქვეყნდება.