რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები: კონკურენციის სააგენტო რვა თვის შედეგებს აჯამებს. იანვრიდან სექტემბრამდე მიმართვიანობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ამანათების გვიან მიღება, ნაყიდი პროდუქტის უკან დაბრუნებასთან შექმნილი პრობლემები, დაზიანებული ნივთის დაბრუნება, თანხების ანაზღაურება, მიწოდების ვადების დარღვევა – ძირითადად ონაინ-ვაჭრობის დროს ამ ტიპის დარღვევები ჭარბობს მოქალაქეთა საჩივრებში. განაცხადების ნაწილზე მორიგება შედგა, ნაწილს კი რეაგირება მოჰყვა – სააგენტომ მოკვლევის შემდეგ ხარვეზიანი სერვისების გამო ცალკეული კომპანიები დააჯარიმა.