ნაწილი მეორე - „უღმერთოები და კრიმინალები“ - მეორე სერია

პროექტის მიზანია აღწეროს საქართველოს ისტორია კრიმინალური შემთხვევების მეშვეობით. თითოეული ფილმი ეფუძნება კონკრეტულ კრიმინალურ ამბავს, რომლის პარალელურად ხდება იმ პერიოდის საქართველოს ზოგადი ვითარების აღწერაც.

პროექტი ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ ორ არქივს: საბჭოთა უშიშროების სამსახურის სისხლის სამართლის საქმეებს და კომუნისტური პარტიის არქივის მასალას, სადაც თავმოყრილია პარტიის ყველა რგოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, პროექტის მომზადებისთვის გამოყენებულია იმ დროის პერიოდული გამოცემები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტები. ყოველივე ამის ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად აღვწეროთ კონკრეტული ეპოქა.

 

პროექტის მეორე ნაწილი

ფილმი „უღმერთოები და კრიმინალები“ – ორი სერია

საიდუმლო კართოტეკის მეორე ფილმი – „უღმერთოები და კრიმინალები“.

ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლების მიერ 20-იან წლებში დაწყებულ ანტირელიგიურ კამპანიაზე, რომლის დროსაც დაიწყო ღვთისმსახურთა დევნა და დაიხურა უამრავი ეკლესია-მონასტერი.

ფილმი აგებულია კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც გაიძარცვა ალავერდის საკათედრო ტაძარი. ძარცვის დროს ბოროტმოქმედებმა ეკლესიიდან გაიტაცეს ძვირფასი ქვებითა და ოქროთი შემკული წმინდა გიორგის ხატი. მძარცველები, ძვირფასეულობის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას თბილისში იუველირებთან ცდილობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ მათი დაკავება მოახერხა და ნაძარცვი ამოიღო, ძვირფასეულობა ტაძარს აღარ დაუბრუნეს და ამ შემთხვევას ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი გადაჰყვა.

რეჟისორი: შალვა შენგელი

სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები