#დოსიე „იყო და არა იყო რა, იყო ერთი რევოლუცია“

1917 წელი. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, დიდი ომის სისხლის მორევში ჩაძირული ევროპა.

თებერვალი, სპონტანური სახალხო აჯანყება ომით გაჩანაგებულ, მშიერ, ნიკოლოზ II-ის ავტორიტარული რეჟიმით დაღლილ რუსეთის იმპერიაში.

რევოლუცია, რომელმაც თავისი შედეგით არა მარტო მსოფლიო, თავად რევოლუციონერებიც გააკვირვა.

ცხრათვიანი კოალიციური ქაოტური მმართველობა, რომელიც საბოლოოდ ერთი მუჭა ოპორტუნისტი ავანტიურისტების, ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით და 70-წლიანი ტერორის დაწყებით დასრულდა.

ოქტომბრის ჩრდილში მოქცეული, თებერვლის რევოლუციის ქრონიკა, რომელმაც სამყარო შეცვალა.

ბერნარდ ჟორჟის დოკუმენტური ფილმი „იყო და არა იყო რა, იყო ერთი რევოლუცია“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

სტუმარი: ზაზა აბაშიძე, ისტორიკოსი

დოსიე

დატოვე კომენტარი