საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ისრაელის ქართულენოვან ტელეარხ GTV-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ისრაელის ქართულენოვან ტელეარხ GTV-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ისრაელის ქართულენოვანი ტელეარხის GTV-ის ეთერში ნაჩვენები იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული ფილმები, მათ შორის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები.
თანამშრომლობის მიზანია ისრაელში მცხოვრები ქართულენოვანი აუდიტორიისთვის ქართული კინოპროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოს ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი მასალების პოპულარიზაცია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია ქართული მედიაპროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.