ჟურნალისტური პრემია – დაჯილდოების ცერემონია

15:18, 28.11.2026

თბილისში ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის მესამე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. პრემიის მიზანია ქართულ მედიაში აფხაზეთის თემის გაშუქების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაფასება. 2026 წლის გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ. დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები: საუკეთესო სტატიისთვის, ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აფხაზეთის თემაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის და შეიარაღებული კონფლიქტის ისტორიული კადრების აღბეჭდვისა და შენარჩუნებისთვის.

 

მსგავსი