მესამე ვადით სათავეში: ორი სესია ჩინეთში

გასულ შაბათ-კვირას პეკინში წლის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენა დაიწყო, რომელზეც ქვეყნის ხელმძღვანელობა მშპ-ს ზრდის ორიენტირს და მომავალი წლის განმავლობაში საკუთარ პოლიტიკას განსაზღვრავს. ამავდროულად უნდა მოხდეს მთელი რიგი თანამდებობის პირების დამტკიცება, მათ შორი სახელმწიფო საბჭოს ახალი პრემიერის. ფორმალურად დადასტურდა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელად მესამე ვადით სი ძინპინი რჩება.