ხანძარი ეროვნულ არქივში

ეროვნულ არქივში ხანძრის შედეგად დაიწვა კინოფირების საცავი, სადაც ნიტროფირები ინახებოდა, თუმცა ყველა გაციფრულებულია და კინომასალა არ დაიკარგება, – ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნულმა არქივმა გაავრცელა. გენერალური დირექტორის განცხადებით, ნიტროფირები თვითაალებადია და ამიტომაც ცალკე საცავში ინახებოდა. ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში გუშინ საღამოს გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.