საფოსტო მარკების გამოფენა

„თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ – საქართველოს ფოსტა გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული საფოსტო საქმიანობის ამსახველი ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები. სხვა საკოლექციო მარკებთან ერთად, ადგილზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი არხის მარკაც.

გამოფენა 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში საფოსტო საქმიანობის ისტორიას.

სიმბოლურია, რომ აღნიშნული გამოფენა ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტორიაზე ტარდება.