„უკრაინული მოზაიკა“ (მეხუთე ნაწილი)

ფილმი მოიცავს 2015 წლის თებერვლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე პერიოდს, ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთი აქტიურად ემზადებოდა უკრაინაში შესაჭრელად.

ყირიმისა და დონეცკის ოლქის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთს არც ერთი წუთით არ უფიქრია, რომ უკრაინაზე ხელი აეღო. მას ყირიმისა და დონბასის ნაწილი კი არ უნდოდა, მთლიანად უკრაინა სურდა.

უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერია, განახლებული რუსეთის იმპერია, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. კრემლში ჩათვალეს, რომ 2022 წელი, ის პერიოდია, როცა შეიძლება ამ მიზნის განხორციელება.

ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, როგორც კრემლის ანალიტიკოსები თვლიდნენ, ამერიკას ძალიან სუსტი პრეზიდენტი ჰყავდა ბაიდენის სახით, ევროკავშირიც არ იყო ერთიანი და დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.

კრემლში მიაჩნდათ, რომ რუსულ სამყაროს უკრაინაში საკმაოდ დიდი სოციალური ბაზა ჰქონდა. პუტინი თვლიდა, რომ ზელენსკი პოლიტიკაში ნაკლებად განსწავლულია. კრემლში ფიქრობდნენ, რომ უკრაინას სულ რამდენიმე დღეში დაამარცხებდა, ზელენსკი გაიქცეოდა ან ტყვედ ჩავარდებოდა.

მიხეილ ბასილაძის ფილმი – „უკრაინული მოზაიკა“ (მეხუთე ნაწილი)

 

დოკუმენტური ფილმები

დატოვე კომენტარი