„სამი რენესანსის ქვეყანა“ – ვასილ მაღლაფერიძისა და ლევან ახობაძის დოკუმენტური ფილმის პრემიერა
საზოგადოებრივი მაუწყებლის კინოდარბაზში გუშინ, 12 ნოემბერს, ვასილ მაღლაფერიძისა და ლევან ახობაძის დოკუმენტური ფილმის, „სამი რენესანსის ქვეყანა“ პრემიერა გაიმართა. ფილმი მაყურებელს უზბეკეთის ისტორიას აცნობს და ქვეყნის კულტურისა და გამორჩეული არქიტექტურის გარშემო ამოგზაურებს.
ფილმი იმ გზის ისტორიასაც გვახსენებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და კაცობრიობის ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა – ძველი აბრეშუმის გზა დღეს შუა დერეფნის სახით ბრუნდება – მარშრუტი, რომელიც უზბეკეთს საქართველოს პორტებთან აკავშირებს.
დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა კი კვირას, 20:30 საათზე, პირველი არხის ეთერში შედგება.