გიორგი ანწუხელიძის შესახებ ფილმს, მაყურებელი დღეს საქართველოს პირველი არხის ეთერში იხილავს
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ ფილმს მაყურებელი დღეს პირველი არხის ეთერში 21:30 საათზე იხილავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული კინოსურათის რეჟისორი შალვა შენგელია. ჩვენება „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე დაიწყება.
ნამუშევარი ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალის, გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს. ფილმში ქართველი გმირის ოჯახის წევრები და მეგობრები მონაწილეობენ. იდეის ავტორი რუსუდან მანჯგალაძეა, ავტორები ნინო ჩუტკერაშვილი და შალვა შენგელი.
დღესვე 23:00 საათზე ეთერში გავა დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი.“ ეს არის ამბავი სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცის თავგანწირვასა და სიკვდილზე და აგვისტოს ომის ერთ ეპიზოდს გვიყვება. სურათი ვარშავის კინოფესტივალის „გრან პრის“ მფლობელი გახდა, შანჰაის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი აღიარება მოიპოვა და ოსკარზე იქნა წარდგენილი.