„აჭარის დაბრუნება“ - პირველი ნაწილი

1921 წლის მარტში წითელი არმიის მიერ ოკუპირებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის პორტიდან უცხოეთში გაიხიზნა, მაგრამ ეს ჯერ არ იყო დასასრული.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დრამატული ისტორიის ბოლო აქტი სწორედ აქ, ბათუმში და მის შემოგარენში გათამაშდა. ეს იყო 1921 წლის მარტი.

თურქულმა საოკუპაციო კორპუსმა ფოსტა-ტელეგრაფი დაიკავა და გენერალ-გუბერნატორმა ქიაზიმ ბეიმ ოფიციალურად გამოაცხადა ბათუმის ოლქი თურქეთის განუყოფელ ნაწილად,  მაგრამ მაშინ პატრიოტულმა თვითშეგნებამ გაიმარჯვა მსოფლმხედველობრივ და ვიწრო პარტიულ უთანხმოებაზე.

ქართველი მუსლიმებიც და ქრისტიანებიც, ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც დადგნენ ერთად. ამ უმაგალითო ერთობამ გადაარჩინა საქართველოს ძირძველი კუთხე და აჭარა სამუდამოდ დედა სამშობლოს განუყოფელ ნაწილად დატოვა. ეს ფილმი აჭარისთვის თავდადებულ გმირებს ეძღვნება.

რეჟისორი: შალვა შენგელი

სცენარის ავტორი: ნინო ნატროშვილი

თანასცენარისტი და იდეის ავტორი: მამუკა არეშიძე

 

ფილმის მეორე ნაწილი

დოკუმენტური ფილმები