გრძელდება დოკუმენტური ფილმი, რომელიც უკრაინის უახლეს ისტორიას, მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და 2014 წლიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს აღწერს.
მალე პირველი არხის რეჟისორის დოკუმენტური ნამუშევრის, „უკრაინული მოზაიკის“ მეხუთე სერია გავა ეთერში. მიხეილ ბასილაძე ახალ სერიაში იმ ფაქტებსა და მოვლენებზე მოგვითხრობს, რომლებიც 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს უძღოდა. ავტორის მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის მთავარი მიზეზების ჩვენებაა.
მეხუთე სერიას მაყურებელი ჩვენს ეთერში ხვალ ნახავს.