ეპოქა

სტუდია „ეპოქა” – ადამიანი უპირველესია! ფილმები – ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ეპოქაში და თავად ქმნიან ეპოქას კულტურასა და ხელოვნებაში. „იონას საქართველო” – აკა მორჩილაძის ტელეპროექტი, 20 სერიად. მიკროფილმები – საინტერესო ადამიანების, მოვლენების, არქიტექტურული შენობა-ნაგებობების, პროფესიების, ხელობების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ცხოვრების წესის შესახებ.