მზადება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის 

გაწერილია ის რეგულაციები, რომელთა დაცვა სკოლებს, ტრანსპორტს და რესტორნებს საქმიანობის განახლების შემდეგ მოუწევთ.

შემოდგომისგან გასხვავებით, კვების ობიექტებისა და სკოლების თანამშრომლებისთვის შედგენილ პროტოკოლს ემატება გარკვეული ინტერვალით ტესტირების გავლა. ტრანსპორტში მგზავრთა დასაშვები რაოდენობის და ნაკადების კონტროლის საკითხი კი ჯერ ისევ ზუსტდება. კვების ობიექტებისთვის საქმიანობის ნაწილობრივ განახლების უფლების მიცემის შემდეგ რესტორატორების ნაწილი თვითნებური გახსნის ხვალინდელ გეგმას დროებით აუქმებს.